Thursday, October 24, 2019

Friday, November 2, 2018

კვლევა - ლექსიკური მარაგის გაუმჯობესების შესახებ

გამოკითხვა 





ენების შესასწავლი საიტი-www.50languages.com

Thursday, October 25, 2018

http://mastsavlebeli.ge/?p=15799&fbclid=IwAR0d2bW9tzOOune36jjWaVgiGiu6fQF3168vjXs6WI0E97zA_LuotjRLfe8

Wednesday, June 20, 2018

მნიშვნელოვანია საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად დაგეგმვისთვის https://giorgibenashvili.files.wordpress.com/2010/11/qartuli_ena_da_literatura.pdf
ეროვნული გამოცდების ცენტრის გვერდზე შეიძლება ყველა საგნის პროგრამის, ტესტისა და დამხმარე სახელმძღვანელოს ნახვა http://naec.ge/#/ge/post/323

 დაეხმარება ტექსტის შესწავლის მეთოდების გაცნობის მსურველებს
https://edu.aris.ge/news/vefxistyaosnis-swavlebis-metodi.html

Tuesday, June 19, 2018

ზოგადენათმეცნიერული საკითხები

                                 ზოგადენათმეცნიერული საკითხები    
                    მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო და მოსწავლეებო!
 მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა ლინგვისტური ცნობიერების ჩამოყალიბება, მულტიკულტურულ სივრცეში ინტეგრირება და ენობრივი მახასიათებლების, როგორც ძირითადი და ეფექტური საკომუნიკაციო ინვენტარის/რესურსის მართებულად გამოყენება. შესაბამისად სასკოლო განათლების ამოცანაა მშობლიური ენის თავისებურებების შესწავლა და უცხო ენებთან მისი მიმართების დადგენა. ესგ-ს ცენტრალური პოსტულატი, რომელიც ფუნქციური ცოდნის ცნებას, გვავალდებულებს მიზნობრივად შევისწავლოთ ლინგვისტური საკითხები. ამასთანავე, არსებობს მოლოდინი, რომ ზოგიერთმა მოსწავლემ სამომავლოდ ენათა მეცნიერული შესწავლის დაინტერესება გამოხატოს. საზოგადოდ, ლინგვისტური ინტელექტის განვითარება განათლების თეორეტიკოსების მიერ კოგნიტური საქმიანობისა და პიროვნული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება. ენობრივი ფენომენების, სწორი და უმართებულო მოვლენებისადმი დაინტერესებას ხშირად  ფართო საზოგადოება გამოხატავს. ეს, ერთი მხრივ, ლინგვისტური შინაარსის ინფორმაციის დეფიციტს მოწმობს და, მეორე მხრივ, სპეციალისტთა ქმედების აუცილებლობას განაპირობებს.
ენათა შორის კავშირების დადგენას ემსახურება შედარებით-ანალიზური მეთოდი- ე.წ. კომპარატივისტიკა. სკოლაში ამ მეთოდების გაცნობისა და შესაბამისი უნარებისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს სხვადასხვა  შინაარსის ინტეგრირებული ტიპის გაკვეთილები, ინტერდისციპლინური მეთოდის გამოყენება. ამავე მიზანს ემსახურებოდა მოსწავლის საჭიროებით დაგეგმილი ინტეგრირებული და პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი მე-10 კლასში თემაზე-,,ნაცვალსახელის ფორმაცვალებისა და მართლწერის თავისებურებები რუსულსა და ქართულ ენებში’’.
 გაკვეთილმა ცხადყო, რომ მოსწავლეები მოტივირებული არიან ანალოგიური საკითხების შესასწავლად.
ამჯერად  ვიწყებთ ჩვენი აზრით საყურადღებო მრავალმხრივი ინფორმაციის მოწოდებას ზოგადი ენათმეცნიერების სფეროდან. გთხოვთ ითანამშრომლოთ ჩვენთან, გამოთქვათ თქვენი შეხედულებები!


Wednesday, February 17, 2016

კორტოხზე პურის ძნა, ჭალის ყანებში მარტო -ჩემი უფროსი ძმა, ჩემი ლადო. სიმინდი იდგა ტყედ - სვრელი გაჰქონდა ფართო, ყანას თოხნიდა მხნედ ჩემი ლადო. სამხარი ჩავუტანე ჩრდილში, ღვინო დაგვიწყნია რადო? ლექსი წავუკითხე შიშით ლადოს. მითხრა: "ბევრი წერსო ლექსს! უნდა ოც წელიწადს რანდო. სახლში წაიყვანო თხებს!" -ლადომ. ცრემლი მომებჯინა ყელში: - ვითომ რატომ?! შენ ვის დაუწუნე ლექსი, ბიჭო ლადო. ბექიდან ბელტები ხვდება , ბელტს ეძებს:"შეშლილხარ მთლადო!" იცინის, სიცილით კვდება ჩემი ლადო.. . სოფლისკენ მივდენი თხებს და პირველ ლექსებზე ვდარდობ: ჭალიდან თავის სიგრძე ხელს მიქნევს ლადო. . . კორტოხზე პურის ძნა, ჭალის ყანაში მარტო -ჩემი უფროსი ძმა, ჩემი ლადო. სიმინდი აუშლია ტყედ, წინ სვრელი მუძღვის ფართო. სველ მიწას შემოიყრის ზედ შიშველ ფეხებზე ლადო. ვაი, შე დიდფეხა, შენ! ვაი, შე დიდგულა ლადო! რა მიწა გაგარილებს შენ, მაგ შენი ფეხების პატრონს! ოი, შე ქილიკა, შენ! ოი, შე ლექსების ჯადო! ცოტა გავიზარდო ჯერ, ბიჭო, ლადო! ბარდნალას მივდენი თხებს და ლადოს სიმაღლეს ვნატრობ . . . ჭალიდან თავის სიგრძე ხელს მიქნევს და მიცინის ლადო. მურმან ლებანიძე

ილია ჭავჭავაძე - რა გითხრათ, რით გაგახაროთ