Tuesday, June 19, 2018

ზოგადენათმეცნიერული საკითხები

                                 ზოგადენათმეცნიერული საკითხები    
                    მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო და მოსწავლეებო!
 მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა ლინგვისტური ცნობიერების ჩამოყალიბება, მულტიკულტურულ სივრცეში ინტეგრირება და ენობრივი მახასიათებლების, როგორც ძირითადი და ეფექტური საკომუნიკაციო ინვენტარის/რესურსის მართებულად გამოყენება. შესაბამისად სასკოლო განათლების ამოცანაა მშობლიური ენის თავისებურებების შესწავლა და უცხო ენებთან მისი მიმართების დადგენა. ესგ-ს ცენტრალური პოსტულატი, რომელიც ფუნქციური ცოდნის ცნებას, გვავალდებულებს მიზნობრივად შევისწავლოთ ლინგვისტური საკითხები. ამასთანავე, არსებობს მოლოდინი, რომ ზოგიერთმა მოსწავლემ სამომავლოდ ენათა მეცნიერული შესწავლის დაინტერესება გამოხატოს. საზოგადოდ, ლინგვისტური ინტელექტის განვითარება განათლების თეორეტიკოსების მიერ კოგნიტური საქმიანობისა და პიროვნული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება. ენობრივი ფენომენების, სწორი და უმართებულო მოვლენებისადმი დაინტერესებას ხშირად  ფართო საზოგადოება გამოხატავს. ეს, ერთი მხრივ, ლინგვისტური შინაარსის ინფორმაციის დეფიციტს მოწმობს და, მეორე მხრივ, სპეციალისტთა ქმედების აუცილებლობას განაპირობებს.
ენათა შორის კავშირების დადგენას ემსახურება შედარებით-ანალიზური მეთოდი- ე.წ. კომპარატივისტიკა. სკოლაში ამ მეთოდების გაცნობისა და შესაბამისი უნარებისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს სხვადასხვა  შინაარსის ინტეგრირებული ტიპის გაკვეთილები, ინტერდისციპლინური მეთოდის გამოყენება. ამავე მიზანს ემსახურებოდა მოსწავლის საჭიროებით დაგეგმილი ინტეგრირებული და პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი მე-10 კლასში თემაზე-,,ნაცვალსახელის ფორმაცვალებისა და მართლწერის თავისებურებები რუსულსა და ქართულ ენებში’’.
 გაკვეთილმა ცხადყო, რომ მოსწავლეები მოტივირებული არიან ანალოგიური საკითხების შესასწავლად.
ამჯერად  ვიწყებთ ჩვენი აზრით საყურადღებო მრავალმხრივი ინფორმაციის მოწოდებას ზოგადი ენათმეცნიერების სფეროდან. გთხოვთ ითანამშრომლოთ ჩვენთან, გამოთქვათ თქვენი შეხედულებები!


No comments:

Post a Comment