Wednesday, February 17, 2016

კორტოხზე პურის ძნა, ჭალის ყანებში მარტო -ჩემი უფროსი ძმა, ჩემი ლადო. სიმინდი იდგა ტყედ - სვრელი გაჰქონდა ფართო, ყანას თოხნიდა მხნედ ჩემი ლადო. სამხარი ჩავუტანე ჩრდილში, ღვინო დაგვიწყნია რადო? ლექსი წავუკითხე შიშით ლადოს. მითხრა: "ბევრი წერსო ლექსს! უნდა ოც წელიწადს რანდო. სახლში წაიყვანო თხებს!" -ლადომ. ცრემლი მომებჯინა ყელში: - ვითომ რატომ?! შენ ვის დაუწუნე ლექსი, ბიჭო ლადო. ბექიდან ბელტები ხვდება , ბელტს ეძებს:"შეშლილხარ მთლადო!" იცინის, სიცილით კვდება ჩემი ლადო.. . სოფლისკენ მივდენი თხებს და პირველ ლექსებზე ვდარდობ: ჭალიდან თავის სიგრძე ხელს მიქნევს ლადო. . . კორტოხზე პურის ძნა, ჭალის ყანაში მარტო -ჩემი უფროსი ძმა, ჩემი ლადო. სიმინდი აუშლია ტყედ, წინ სვრელი მუძღვის ფართო. სველ მიწას შემოიყრის ზედ შიშველ ფეხებზე ლადო. ვაი, შე დიდფეხა, შენ! ვაი, შე დიდგულა ლადო! რა მიწა გაგარილებს შენ, მაგ შენი ფეხების პატრონს! ოი, შე ქილიკა, შენ! ოი, შე ლექსების ჯადო! ცოტა გავიზარდო ჯერ, ბიჭო, ლადო! ბარდნალას მივდენი თხებს და ლადოს სიმაღლეს ვნატრობ . . . ჭალიდან თავის სიგრძე ხელს მიქნევს და მიცინის ლადო. მურმან ლებანიძე

1 comment:

  1. მურმან ლებანიძე მართლაც შესანიშნავად წარმოაჩენს პოეზიის, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის ღვთიურ მადლს! და ეს ყოველივე საოცარი მოკრძალების ფონზე! ბარაქალა მის ჩანგს!

    ReplyDelete